ღაზაში ისრაელის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი ნიღბიანებმა ქუჩაში ჩაცხრილეს. Associated Press-ის ინფორმაციით, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჰამასისი ერთ-ერთმა დაჯგუფებამ „იზ ად-დინ ალ-კასამმა“ აიღო. ამას მიცვალებულთა გვერდით დატოვებული წერილიც მოწმობს.
მკვლელობის ადგილას რამდენიმე წუთში ასობით ადამიანი შეგროვდა, მათ ქვებით და ფეხებით ჩაქოლეს გარდაცვლილები, ღაზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გარდაცვლილი მოტოციკლს გამოაბა და ქალაქის ქუჩებში დაათრევდა შეძახილით „ჯაშუში!“.
14 ნოემბრიდან ისრაელ-პალესტინას შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში გარდაცვლილია 130 ადამიანი.