„თელასს

„თელასს" შემოსავლების სამსახური ამოწმებს

კომაპნია „თელასს" შემოსავლების სამსახური ამოწმებს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ბრძანება სასაქონლო-მატრიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისა და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ „თელასს" კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, 20 ნოემბერს ჩაბარდა.

„შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგელები კომპანიაში უკვე შევიდნენ. ამავდროულად, „თელასს" 10 დღის ვადაში საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაევალა, რათა დაიწყოს საგადასახადო შემოწმება" - აღნიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.