დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლს პრინც უილიამის რამდენიმე ფოტოს ამოღება მოუხდა მისი პირადი საიტიდან, რადგან მასზე... ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ინფორმაცია მოხვდა.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ, სამეფო სახლმა საიტზე განათავსა უილიამის და მისი მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინიის ქეითის უელსში განლაგებული სამეფო სამხედრო -საჰაერო ბაზაში მათი ვიზიტის ამსახველი სურათები.
ВВС-ის თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს: ზოგიერთ სურათზე გამოსახულ მონიტორებზე აშკარად ჩანს თავდაცვის სამინისტროს მომხმარებელთა სახელები და პაროლები.
თვადაცვის სამინისტროს მითითებით, სამეფო სახლმა მაშინვე გამოასწორა შეცდომა.