ბრედლი კუპერმა მოულოდნელი აღიარება გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საშინელი მოგონება, რომელიც მას მთელი მისი სამსახიობო კარიერის მანძილზე ჰქონია სარა ჯესიკა პარკერის კოცნაა.
მიუხედავად იმისა, რომ მოდის ხატად მიჩნეული სარა ჯესიკა პარკერი ათასობით ქალბატონისთვის მისაბაძი ქალია, ფაქტი ფაქტად რჩება. ბრედლის ამ ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, „სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლავი დაცინვის საგანი გახდა და ეს სიტყვები მის კარიერაში, ერთ-ერთ, ახალ კოშმარადაც იქცა.
„სინამდვილეში ძალიან მეშინოდა ამ სცენის, მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთამაშა მასთან კოცნის სცენა, იმის მაგივრად რომ სიყვარულის სცენა გამეთამაშებინა იმას განვიცდიდი, როგორ მეკოცნა მისთვის, ეს საშინელება იყო, თავს ვაიძულებდი მაგრამ ძალიან მიჭირდა. სარა ძალიან კარგია, მისი კოცნა კი ყველაზე კოშმარული, რაც კი მქონია“- ამბობს ინტერვიუში ბრედლი კუპერი.