მაია ფანჯიკიძე დეივიდ ლიდინგტონს ხვდება

მაია ფანჯიკიძე დეივიდ ლიდინგტონს ხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს დეივიდ ლიდინგტონს პირისპირ ხვდება.

დიპლომატები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხსაც განიხილავენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლიდინგტონი პრეზიდენტს,  პრემიერს, უშიშროების საბჭოს მდივანსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.