სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

უზენაესი სასამართლო „ქართული ოცნების“ წევრის, მსჯავრდებულ სერგო ჩაჩიბაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ სერგო ჩაჩიბაიას ოთხწლიანი საპატიმრო მსჯავრი მოუხსნა. ბრალდების მხარის მასალებით, სამართალდამცველებმა ჩაჩიბაია ქუჩაში ჩხუბის დროს დააკავეს. ბრალდებულმა სამმართველოში გადაყვანისას პოლიციის მუშაკს ქურთუკი შემოახია და სახეში ხელი გაარტყა. მასვე სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ჯიბიდან დანა ამოუღეს. სერგო ჩაჩიბაიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სერგო ჩაჩიბაიას დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სერგო ჩაჩიბაია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით, ჩაჩიბაია ცივი იარაღის ტარებასა და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. შემთხვევა ზუგდიდში მიმდინარე წლის მარტში მოხდა" - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.