საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს შეცდომაში შეყვანა შეუძლებელია.
როგორც from.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ახარებს.
მისი თქმით, უმცირესობის მიზანია ქვეყნის ინტერგაცია ნატოში.
„მზად ვართ უმრავლესობასთან ერთად ის ყველაფერი გავაკეთოთ, რის შედეგედაც, მომავალი შეფასებები სასიხარულო იქნება. რაც შეეხება ამ სტრუქტურების შეცდომაში შეყვანის საკითხს, ეს შეუძლებელია“, - დასძინა თარგამაძემ.