თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ ჯავათოღლუს განცხადებით, თურქეთმა სირიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ ჯეილანპინარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ გაეროს და ნატოს სასაზღვრო ქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“,-განაცხადა ჯავათოღლუმ იტალიელ კოლეგასთან ჯულიო ტერზისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რომში.
სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ქალაქები ჯეილანპინარი და რასულაინი, რის შედეგადაც თურქთის რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა, დანარჩენი მაცხოვრებელბის ევაკუაცია კი განხორციელდა. თურქეთის მხარის განცხადებით, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად, პრეზიდენტ ბაშარ ასადს ეკისრება.