საუდიის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ემირატებმა, ომანმა, ყატარმა და ქუვეითმა ოპოზიციური წარმომადგენლობა სირიელი ხალხის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენლად სცნეს.
კვირას დოხაში სირიულმა ოპოზციიამ ოფიციალურად განაცხადა „სირიის რევოლუციური და ოპოზციური ძალების ეროვნული კოალიცის“ შექმნის შესახებ, კოალიციის მიზანს ბაშარ ასადის ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს.
კოალიცის თავმჯდომარედ დამასკოს უმაიადის სუნიტური მეჩეთის იმამი მუზა ხატიბი აირჩიეს, რომელიც იძულებეული გახდა სირია მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ასადის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს.
არაბული სახელმწიფოების ლიგასთან ერთად, გაცხადება თურქეთმაც გააკეთა, იგი მიესლამება სირიის ოპოზიციური მთავრობის შექმნას და მის ლეგიტიმურობას აღიარებს.