პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 10 ახალი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული რამდენიმე დეპუტატის ადგილმონაცვლეებს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.
კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - მახირ დარზიევი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს - თამაზ მეჭიაური, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს - ალექსანდრე თამაზაშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარს - თენგიზ ხუბულური, ალექსი პეტრიაშვილს - თამაზ შიოშვილი, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას - ოთარ ჩრდილელი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს - ფრიდონ საყვარელიძე ცვლის, ხოლო გელა ხვედელიძეს – დავით ლორთქიფანიძე.
იქედან გამომდინარე, რომ კახი კალაძე, თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი სამტრედიის, ნაძალადევისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, პარლამენტში სამი დეპუტატის ადგილი ცარიელია და ამ ოლქებში, განმეორებითი შუალედური არჩევნები ჩატარდება.