ნატო-ს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებით შეწუხებულია.
„პირველ რიგში, ვაფასებ, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. ეს იყო სამაგალითო. ვფიქრობ, რომ საქართველომ დემოკრატიულობაზე ლაკმუსის ტესტი ჩააბარა. ხელისუფლების გადაბარების პროცესი კარგად მომუშავე დემოკრატიის მიდგომებსა და სტანდარტებს შეესაბამებოდა. რაც ხდება კარგია, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, დავმალო, რომ მე ვარ უაღრესად შეწუხებული მოვლენათა იმ მიმდინარეობით, რომელსაც არჩევნების შემდეგ ვხედავთ, ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში. საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და სასამართლო სისტემის კომპეტენციაა ამ საქმეების გარკვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს პოლიტიკური ჩარევები ძირს არ უნდა უთხრიდეს“, - განაცხადა რასმუსენმა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.