საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ხვდება. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც პრაღაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის ფარგლებში იმართება. მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიურ სესიას ანდერს ფოგ რასმუსენის პირადი მიწვევით ესწრება“, - ნათქვამია განცხადებაში.