საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 42 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 42 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მის განმარტებით, იმ მიზნით, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, 2013 წლის ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.