საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. საუბარი ასევე, შეეხო ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ვიზიტს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებიან.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.