ტყემალაძე ე. წ. დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობას მოქნილი პრინციპის შემოღებას სთხოვს

ტყემალაძე ე. წ. დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობას მოქნილი პრინციპის შემოღებას სთხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ე. წ. დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს მოქნილი პრინციპის შემოღებას სთხოვს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ტყემალაძემ განაცხადა, ბიუჯეტის თანმდევ კანონში აღნიშნულია, რომ გადახდილი თანხა პიროვნებას უკან წლის ბოლოს დაუბრუნდება. კერძოდ, წლიური დეკლარაცია შედგება - პიროვნებას თუ რამდენი აქვს გადახდილი საშემოსავლო და მას თანხა მოგვიანებით დაუბრუნდება.

დეპუტატის შეფასებით, ამ კუთხით, მთავრობამ უფრო მოქნილი მექანიზმი უნდა ამოქმედოს.

შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო. კერძოდ, კოალიცია აცხადებდა , რომ დაუბეგრავი მინიმუმი სამომხმარებლო კალათასთან მიმართებაში უნდა იყოს დაანგარიშებული