იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გენერალ კალანდაძის ქმედებებით საქართველო ნატოსკენ კი არა, უფსკრულისკენ მიდის.
აღნიშნულის შესახებ, წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული კალანდაძის ბაჩო ახალაიასთან კავშირებით, სხვა დანაშაულებებიც გამოვლინდეს.
მისი თქმით, გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, ცემა, მათთვის სამხრეების ჩამოხევა და ჯარისკაცის ღირსების დამცირება
შესაბამისად, წულუკიანი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი სამხედრო საქმეს ჩამოსაშორებელი იყო.
„რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო, რადგან ის 15 წლის ასაკიდან იყო სამხედრო სამსახურში ჩაბმული, მაგრამ როგორც ჩანს, მან გენერლობის პირობებში ვერ გაიაზრა, რას ნიშნავს ჯარისკაცის ღირსება“,- განაცხადა წულუკიანმა.
მისი განმარტებით ამ დროისთვის გენერალ გიორგი კალანდაძეს ბრალი 333-ე მუხლით აქვს წაყენებული, თუმცა არ გამორიცხვას, რომ როდესაც მთავარი პროკურატურა იმუშავებს მის კავშირებზე ახალაიასთან, რომ ბრალი სხვა დანაშაულებებთან დაკავშირებითაც წარედგინოს.