ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქე გარი ხარაიშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ქალაქ ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.