სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის დაახლოებით 20-მდე მონაწილე მართავს, რომელთაც ტრანსპარანტები და პლაკატები უჭირავთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებით: „ახალაია – ციხეში, ქურდები – „სვაბოდაზე", „ახალია – დამნაშავე სამშობლოს სიყვარულში", „დეზერტირები გენერლებს აპატიმრებენ", "ახალაია, კალანდაძე, შამათავა პოლიტიკური პატიმრები არიან" და სხვა.

აქციის მონაწილეთა ზუგდიდიდან ჩამოვიდა. მათი განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ახალაიას კლასელია.

აქციაზე იმყოფება თეა თუთბერიძეც. მისი თქმით, პროკურატურამ იმ ბრალდებებით, რაც ახალაიას წაუყენა, თავს სასცილო მდგომარეობაში ჩაიგდო.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც ახალაიას აკრიტიკებდნენ, დღეს მას უკავშირდებიან და აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ უსუსური ბრალდებებით დააკავა როგორც ახალაია, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები.

მისივე თქმით, ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგან დეზერტირები გენერლებს აპატიმრებენ, ხოლო თუ ვინმეს დაპატიმრება უნდათ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან უკეთესად აითვისონ შესაბამისი მეთოდები.

საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები – ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია მივიდნენ.