მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, თბილისის მერს გიგი უგულავას მთავრობის სხდომის დატოვება, პირადად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.
ხადურის განმარტებით, დედაქალაქის მერი მთავრობის წევრი არ არის და მას მოწვევის გარეშე სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს.
„გიგი უგულავა აღნიშნულ სხდომაზე მოწვეული არ იყო და შესაბამისად, სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ სხდომის დატოვება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა“, - განაცხადა ხადურმა.
ცნობისთვის, თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.