გრანდიოზული შოუ ნიუ-იორკში და Victoria's Secret-ის განუმეორებელი „ანგელოზები“ (VIDEO)

გრანდიოზული შოუ ნიუ-იორკში და Victoria's Secret-ის განუმეორებელი „ანგელოზები“ (VIDEO)

მოდის სამყაროს, ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა,  Victoria's Secret-ის ყოველწლიური გრანდიოზული შოუ, ნიუ-იორკში გაიმართა.

საღამოს მთავარი გმირი Victoria's Secret-ის ანგელოზი  ალესანდრა ამბროსიო იყო. ალესანდრამ ახალი ბუსტჰალტერი Fantasy Bra წარადგინა, რომლის ღირებულება 2.5 მლნ დოლარია. როგორც ყოველთვის, ამბროსიოსთან ერთად პოდიუმზე ბრწყინავდნენ Victoria's Secret-ის სხვა ულამაზესი მოდელები. მათ შორის,  მირანდა კერი, კენდის სვეინპოლი, ადრიანა ლიმა, დაუტცენ კრეზი, და ა.შ.

შოუს მთავარი ელემენტი, ამბროსიოს მიერ წარმოდგენილი, ბუსტჰალტერი Fantasy Bra  ლონდონის საიუველირო კომპანია London Jewelers-მა შექმნა. საიუველირო ხელოვნების ეს ნიმუში 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა გაწყობილი - მათ შორის, ბრილიანტით, საფირონით, ლალით, ამეთვისტოთი და ყვითელი და ვარდისფერი ოქროთი. ბუსტჰალტერი ალმასის ორი მოსახსნელი ქინძისთავი-ყვავილითაა შემკობილი. მას ულამაზესი ყვავილი ებმის, რომელიც 12,5 და 20-კარატიანი ალმასებითაა გაფორმებული.

მაყურებელმა  სულ Victoria's Secret -ის 65 კოსტუმი და „ანგელოზის ფრთების“ 28 წყვილი იხილა.

Victoria's Secret -ის გრანდიოზულ შოუს  ყოველწლიურად სტუმრობენ სუპერპოპულარული შემსრულებლები, რომელთა გამოსვლაც შოუს განუყოფელი ნაწილი ხდება. წელს  ჩვენება მუსიკალურად  რიანამ, ჯასტინ ბიბერმა და ბრუნო მარსმა გააფორმეს. საღამოს სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ  რიანა პოდიუმზე მოდელებზე არანაკლებ მომხიბვლელად გამოიყურებოდა, მას სამოსიც ჩვენების შესაფერისი ჰქონდა არჩეული და Victoria's Secret -ის სცენაზე თავიც ამაყად ეჭირა.