საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 ნოემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ფანჯიკიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი 12-14 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება.
ივანიშვილთან ერთად ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ალექსანდრე პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია გაემგზავრებიან.