სკანდალური ამერიკელი ვარსკლავი სკარლეტ იოჰანსონი, როგორც ჩანს, მალე ბოდიარტის თვალსაჩინო ნიმუში გახდება. მან რამდენიმე დღის წინ, თავისი ტატუების ცნობილ კოლექციას, კიდევ ერთი, არც თუ ისე ლამაზი ტატუ შემატა. ამჯერად მან ნეკნები ნალით, ვარსკვლავებითა და წარწერით Lucky You! -მოიხატა.
ნამუშევარი ცნობილ ფრანგ ავტორს ფუზი უვტიკს ეკუთვნის. მხატვარი სკარლეტმა საფრანგეთში, გამოფენაზე გაიცნო, მაზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ფუზის ნამუშევრებმა, რომ მას შემდეგ ტატუს მხოლოდ მასთან იკეთებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ სკარლეტისთვის ტატუები უცხო ხილი არ არის. მას უკვე აქვს ფერადი ტატუ მკლავზე, რომელიც ზღვას და ჩამავალ მზეს გამოსახავს, ასევე ტატუ წვივზე,- ორი ერთმანეთში გადაჯაჭვული წრე და მათ შუაში ჩაწერილი ასო „A“. ტატუ ტერფზე, ასევე სამაჯურის ფორმის ტატუ მაჯაზე და მასზე გამოსახული წარწერა: „მე (გული) ნიუ იორკი“.
სკარლეტი ამბობს, რომ მას მოსწონს თავისი ტატუები, თუმცა ურჩევნია, საჯაროდ არ გაამხილოს მათი მნიშვნელობა.