ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მყოფ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გუშინ საღამოს დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. წყაროს ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილმა ადეიშვილს რამდენიმე კბილი ჩაუმტვრია და ცხვირიც „შეულამაზა“. ამ ინფორმაციას Intermedia.ge ავრცელებს.
ზურაბ ადეიშვილს ვენაში ძვირადღირებული აპარტამენტი აქვს დაქირავებული, სადაც უკვე თითქმის ერთ თვეა ცხოვრობს. უცნობია, საიდან გაიგო ოქრუაშვილმა ადეიშვილის მისამართი, ასევე უცნობია კონკრეტულად რა საუბარი შედგა სააკაშვილის ყოფილ მინისტრებს შორის, ითხოვდა თუ არა რამეს ოქრუაშვილი ადეიშვილისგან თუ ეს მხოლოდ შურისძიებით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, 2007 წელს დაპატიმრებულ ირაკლი ოქრუაშვილს პირადად სტუმრობდა ზურაბ ადეიშვილი.