წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, სირიაში არსებული მდგომარეობის გამო, ისინი სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ.
„ჰუმანიტარული მდგომარეობა სირიაში რთულდება, მიუხედავად საქმიანობის ფართომასშტაბიანობის გაძლიერებისა“,-აცხადებს წითელი ჯვრის კომიტეტის პრეზიდენტი პეტერ მაურერი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს დასავლეთიდან შემოსული სამედიცინო დახმარების ძალიან დიდი ნაწილი მიაქვთ.
სამედიცინო ორგანიზაციების კავშირის წარმომადგენლებმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქვეყანაში შესული ჰუმანიტარული სამხედრო დახმარება მოსახლეობამდე ვერ აღწევს, წითელი ჯვრის კომიტეტს კი ყოველდღიურად ბომბავენ.
ბაშარ ასადის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში შესული მედიკამენტების 95%-ი საჭირო ადგილამდე მიდის, გაეროს მონაცემებით კი სირიაში სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს 1 200 000 ადამიანი საჭიროებს.