საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გასაჯაროვდებოდა იმ პირის ვინაობას, რომლის ჩვენების საფუძველზეც ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა.
კბილაშვილის თქმით, აღნიშნული პირი არ არის სამხედრო პირი და არც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომელია.
პროკურატურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულ მასალაში რამდენიმე წუთით იყო განთავსებული მასალა, რომელშიც მითითებული იყო იმ პირის ვინაობა, რომელსაც ახალაიამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
იგი ზვიად აბესაძეა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურის საიტიდან ამ პირის შესახებ ინფორმაცია მოიხსნა და დარჩა მხოლოდ ინიციალები - ზ.ა.
ზვიად აბესაძე კომპანია „არტ-ფეისის” პრეზიდენტია, რომელიც ადრე ქუთაისის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო.
მოწმეთა ჩვენებებიდან ჩანს, რომ ბაჩო ახალაია მისი შვილის ნათლია იყო.