ჩვენება N4:  ზ. ა. ძალიან ნაცემი იყო და მუხიანში, ჩემს ბინაში წავიყვანეთ

ჩვენება N4: ზ. ა. ძალიან ნაცემი იყო და მუხიანში, ჩემს ბინაში წავიყვანეთ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეში, მთავრმა პროკურატურამ ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურომა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები საჯაროა. From.ge კიდევ მოწმეთა ჩვენებებს უცვლელად გთავაზობთ.

„2010 წლის დეკემბრის თვიდან ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, 2011 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს ვიმყოფებოდი სამსახურში, იქნებოდა ღამის 5 საათი, სამსახურის შიდა ტელეფონზე დამირეკა გ. ბ.-მ, რომელმაც მითხრა - ავტომანქანით მოდი შენობის გამოსასვლელთანო. მე გავედი ჩემი სამსახურის ავტომანქანით გასასვლელთან, სადაც მანქანაში ჩამიჯდა გ. ბ. და მითხრა მინისტრმა დამავალა ჩვენი საერთო ნაცნობი ზ. ა. მომიყვანეო. მე, ვიცოდი ზ. ა.-ს საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და მივედით სახლთან. გ. გადავიდა ავტომანქანიდან, შევიდა ზ.-ს სახლში და რამოდენიმე წუთში ორივე ერთად გამოვიდნენ. ჩასხდნენ ავტომანქანაში და ზ.-მ, იკითხა რა ხდებაო. გ.-მ  უპასუხა ბაჩოს უნდა შენთან შეხვედრაო და  წავედით რესტორანში. შევედი რესტორნის ეზოში ავტომანქანით და გ.-მ მითხრა აქ დამელოდეო და თვითონ შევიდნენ რესტორანში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვიდა რესტორნიდან გ. და ჩამიჯდა მანქანაში. ვკითხე თუ რა ხდებოდა. მან მიპასუხა პირადული საქმე აქვთო. შემდგომ დავქოქე მანქანა და წავედით სამსახურში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზ. ა.-ს მე ვიცნობ დაახლოებით 10 წელია. ვიცოდი რომ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და გ.ბ-ს  ქონდათ ნათესაური  კავშირი  ზ.-სთან  ... მე არ ვიცი და არ დავინტერესებულვარ თუ რა საუბარი ქონდათ მათ რესტორანში, მე ზ. ა-ს იშვიათად ვხვდები და არც მიკითხავს მისთვის თუ რაზე ქონდათ საუბარი“ - ნათქვამია მეოთხე ჩვენებაში.

ჩვენება N 5:

„საქმის ირვლივ მოგახსებეთ შემდეგს: 2010 წლის დეკემბრიდან 2012 წლის სექტემბრის დასაწყისამდე ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ინსპექტორად. ... 2011 წლის სექტემბერში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, დილით წავედი სამსახურში. გზაში ჩემს მობილურ ტელეფონის ნომერზე 5******** დამირეკა ჩემმა  უფროსმა გ. მ. მისი ნომრიდან 5******** და მითხრა, რომ შენ და მ. დ. გადმოდით დეპარტამენტის წინო. რამოდენიმე წუთში ჩემი ავტომანქანით მე და მ. დ. მივედით აღნიშნულ ადგილზე, სადაც დამხვდა გ. მ. და ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება, როგორც მოგვიანებით შევიტყვე მათგან ერთ-ერთი იყო ზ. ა., დანარჩენი ორი იყვნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, მათი სახელები და გვარები ჩემთვის დღემდე უცნობია. გ. მ. გვითხრა ჩვენ, რომ ზ. ა. გყავდეთ თქვენ სანამ მე არ დაგირეკავთო.  ამის შემდეგ  გ-მ  გვკითხა ხომ არ  გვქონდა ვინმეს ბინა თბილისში, რაზედაც ვუთხარი, რომ ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში მქონდა ბინა, რომელიც იმ პერიოდში იყო დაკეტილი და იქ არავინ ცხოვრობდა, რაზედაც გ-მ თქვა, რომ წამეყვანა ჩემს ბინაში.  მე, მ. დ. და ორმა სპეცრაზმელმა ჩავისვით ზ. ა. ჩემს კუთვნილ ავტომანქანაში და წავიყვანეთ მუხიანში, ჩემს ბინაში. ზ. ა. იყო ძალიან ნაცემი და თვალის არეებში ჰქონდა სილურჯეები. როგორც მახსოვს ა.–სთვის მანქანაში არაფერი მიკითხავს, არც თვითონ უსაუბრია რამეზე. ... მე არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა თუ ვინ ცემა ზ. და ჩვენთან ყოფნის პერიოდში ზ. ბორკილი მე მანქანაში არ შემინიშნავს, თუმცა სახლში შესვლის შემდეგ მას ბორკილები ეკეთა, რომელიც მოგვიანებით შეხსნეს. ... ზ. თავისი პირადი ტელეფონი თან არ ქონდა, მისი ტელეფონი გათიშული გვქონდა ჩვენ. საჭმელზე წასვლის წინ მ. დ. ზ. თხოვა აფთიაქიდან რაიმე საცხი წამოეღო სახეზე წასაასმელად, რომელიც მალევე მოუტანა მ. და წაისვა სახეზე. ზ. გვთხოვა ტელეფონიდან დამარეკინეთ მეუღლესთან, რომ არ ინერვიულოსო, რაზედაც ჩვენ გ.–სგან ავიღეთ ნებართვა დარეკვის შესახებ და ზ. დავარეკინეთ მისი ტელეფონიდან მეუღლესთან, რომელსაც უთხრა „არ ინერვიულო, მალე მოვალო“,  რის შემდეგაც ჩვენ ზ. ტელეფონი გამოვართვით და გამოვრთეთ. როდესაც ღამდებოდა ჩვენთან დარეკა გ. მ. და გვითხრა ზ. მიგვეყვანა დეპარტამენტთან. მისვლისას დაგხვდა გ., რომელთანაც გადავიდა ზ. და დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. მე ვიდექი მოშორებით და თუ რაზე საუბრობდნენ არ მესმოდა. მათი საუბრის დროს მოიყვანეს თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ჩაჯდა ზ. და წავიდა, რის შემდეგაც ჩვენც დავიშალეთ“ - ნათქვამია ჩვენებაში.

ჩვენება N6:

„2009 წლის მარტის თვიდან მიმდინარე წლის სექტემბრის თვემდე ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების რეჟიმის ინსპექტორად ... რიცხვი არ მახსოვს. 2011 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებში, როდესაც დილით სამსახურში მივედი ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე 5** ** ** დამირეკა გ. მ., რომლის მობილურის ნომერია 5** ** **. მკითხა სად ხარო, მე ვუთხარი რომ დეპარტამენტის შენობაში ვიყავი. მითხრა ეზოში გადი გ. კ. გელოდება და მას გაყევიო. მე, გამოვედი ეზოში, სადაც იდგა  გ.კ. -ს მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელშიდაც იჯდნენ ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება და გ. კ.. წავედით გ. კ.-ს  დის ბინაში, მუხიანის დასახლებაში. პიროვნება, რომელიც ჩვენ ჩაგვაბარა გ.მ. გაგვეცნო, როგორც ზ-ს სახელით გვარიც გვითხრა, მაგრამ არ მახსოვს. როდესაც მივედით ბინაში, რამოდენიმე ხანში დარეკა გ. მ.  და გვითხრა ტელეფონზე არ ალაპარაკოთ უჩემოდ და მოგვიანებით გეტყვით, სადაც უნდა მიიყვანოთო. ჩვენ ვიყავით მთელი დღის განმავლობაში ბინაში, ვჭამეთ საჭმელი, აქვე ავღვნიშნავ საჭმლის საყიდლად რომ გავდიოდი ზ.-მ მითხრა რაიმე სახის კრემი მიყიდე, რომ დავფარო ცემის კვალიო, რამოდენიმე საათის შემდეგ დაგვირეკა გ. მ. და გვითხრა, რომ ზ.-ს მიეცით უფლება, რომ სახლში დარეკოსო, ზ-ს სახეზე ემჩნეოდა ცემის კვალი. როდესაც სახლში დარეკა, უთხრა მეუღლეს, რომ ავტოავარიაში მოვყევი და  არ ინერვიულო, მალე მოვალოო. ჩვენ ისევ გამოვართვით ტელეფონი, გავთიშეთ და ამის შემდეგ აღარსად აღარ დაგვირეკინებია. საღამოს უკვე ღამდებოდა დარეკა ისევ გ.მ. და გვითხრა ზ. მოიყვანეთ დეპარტამენტთანო, როცა მივედით იქ დაგვხდა გ.მ. რომელმაც დაუწყო საუბარი ზ., თუ რაზე საუბრობდნენ არ მესმოდა, ვინაიდან ჩვენ ვიდექით მოშორებით, ამ დროს ვიღაცამ მოიყვანა ბმვ–ს მარკის ავტო მანქანა, რომლის საჭესთანაც დაჯდა ზ. და წაიყვანა ავტომანქანა. ზ-ს ჰქონდა მობილური ტელეფონის აპარატი, რომელიც ჩვენ გამოვართვით, ვინაიდან გ.მ. გვითხრა, რომ ჩემს გარეშე ტელეფონზე არ ალაპარაკოთო. მე, არ ვიცნობ იმ ორ პიროვნებას, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ზემოთ აღნიშნულ ბინაში. ორივე მათგანს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ არ ვიცი ვინ იყვნენ ის პიროვნებები, როგორც მახსოვს მე ვკითხე ზ-ს თუ რა ჭირდა სახეზე, რაზედაც მიპასუხა, რომ ბაჩო ახალაიამ რომელთანაც ჩხუბი მომივიდა  მცემაო. ზ. ხელბორკილი თუ ჰქონდა დადებული მანქანაში ყოფნისას მე არ მინახავს, ვინაიდან ვიჯექი ავტომანქანაში წინა სავარძელზე, მაგრამ ბინაში როცა შევედით მას ხელებზე ეკეთა ხელბორკილი, მაგრამ  მას  თუ ვინ მოხსნა ხელბორკილი მე არ მახსოვს, მე არ მინახავს ის პიროვნება. ზ. ჩვენ გ.მ-ს დავალებით წავიყვანეთ მუხიანის დასახლებაში, გ. კ. დის ბინაში, სადაც ის პიროვნება ნაცემი ვამყოფეთ საღამოს საათამდე, სანამ გ.მ. არ დაგვირეკა და გვითხრა, მოიყვანეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთანო. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმ გარემოებას, რომ ის პიროვნება სახელად  ზ. იყო ნაცემი“ - ნათქვამია ბოლო ჩვენებაში.