სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, რაც ციხეებში ხდებოდა, დავით ჭაკუამ ამის შესახებ მინიმუმ იცოდა.
„რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ამაზე კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ. მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, თუმცა რაც ხდებოდა ციხეებში, ამ ადამიანმა მინიმუმ იცოდა ამის შესახებ. პროკურატურა აქტიურად მუშაობს და ყველა ინფორმაციას, რაც პატიმრებიდან მოდის და რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, ვთქვათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მოკვლევის შემდეგ აუცილებლად მივაწვდით პროკურატურას“,- განაცხადა სუბარმა.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას მიმართ უახლოეს მომავალში სამართლებრივი დევნა დაიწყება.