ახალი მთავრობა, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტში 30 ნოემბერს წარადგენს.
ამის შესახებ from.ge-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატების მსგავსად, მთავრობაც აღიარებს, რომ ბიუჯეტის პროექტი არასაკმარისად მომზადებული.
„პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს მესამედ 30 ნოემბერს შემოვიტანთ. ამ დროისთვის, ყველა შენიშვნა უნდა იყოს დახვეწილი, ან გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არგუმენტები უნდა გვქონდეს - თუ რატომ არ არის შენიშვნები მიღებული“, - დასძინა ებრალიძემ.
პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა უმცირესობის გარეშე მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღო.