შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეში, მთავრმა პროკურატურამ ახალი დანასაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურომა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებეით, მოწმეთა ჩვენებები საჯაროა. From.ge მეორე მოწმის ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ.
„ვცხოვრობ ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. 2012 წლის ივლისამდე ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინიტროში, ამჟამად ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინსტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. როგორც მახსოვს 2005 წელს მე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოვნათლეთ ჩვენი მეგობრის ზ. ა. შვილი. 2011 წლის სექტემბრნის თვის შუა რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, გამთენიისას დამირეკა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამა და მკითხა სად ხარო, მე ვუპასუხე, რომ ვიმყოფებოდი სამსახურში, მან მითხრა, რომ მობილურ ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები ზ. ა-ს ნახე და მიმიყვანეო რესტორანში. წავედით მე და ჩემი თანამშრომელი კ. კ. ზ. ა.–სთან სახლში. დავაკაკუნენთ მისი ეზოს კარზე, გამოიხედა ზ. და მისმა მეუღლემ. ზ-ს ვუთახრი, რომ მასთან შეხვედრა სურდა ბაჩო ახალაიას, მკითხა რა თემაზეო, მე ვუპასუხე, რომ დამირეკა და მითხრა მომიყვანეო. ვუთხარი, რომ ჩაეცვა ტანსაცმელი და წამომყოლოდა. მართლაც მივედით რესტორანში, ისხდნენ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე, გ. ა., და დაცვის წევრები. შევედით ერთად. რა დროსაც ზ. მიესალმა ბაჩოს და მიმართა სახელით: „ბაჩო როგორ ხარო“, აღნიშნულზე გიგი კალანდაძემ ზ-ს უთხრა, თუ როგორ მიმართე მინისტრს სახელითო და დაუწყო ყვირილი. ამ დროს მე გამოვთქვი პრეტენზია ამ დაძაბულობის და ყვირილის მიმართ, რადგან ვიცოდი რომ გიგი და ზ. ერთმანეთს არ იცნობდნენ და შევეცადე განმემუხტა სიტუაცია, ამ დროს მინისტრმა მომმართა ეს შენი საქმე არ არის და წადი სამსახურში და მიხედე შენს საქმესო. აღნიშნულის შემდეგ მინისტრის დაცვის თანამშრომელმა რომელსაც ვერ ვიხსენებ გამომაცილა მანქანამდე.
მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე არ დავძრულვარ ვიდექით რამდენიმე წუთი, არ მინდოდა ზ-ს მარტო დატოვება, მაგრამ მოვიდა მინისტრის დაცვის თანამშრომელი და მომთხოვა დამეტოვებინა ტეროტორია. მე ვუთხარი კ-ს წავიდეთ სამსახურშიო და მართლაც წავედით. რამოდენიმე საათის შემდეგ მე ჩემს მობილურზე ტელეფონზე 5********–ზე დამირეკა ზ-ს მეუღლემ და მკითხა თუ სად იყო მისი მეღლე, მე ვუთხარი გავარკვევ და დაგირეკავთქო. მე ვიყავი სამინისტროს ტერიტორიაზე რა დროსაც შემხვდა მინისტრის დაცვის უფროსი თ. ტ., რომელსაც ვკითხე ზ. ადგილსამყოფელი, რაზეც მან მიპასუხა რომ ზ. არის მინისტრთან ერთადო და მივა სახლშიო. ამის შემდეგ მე დავურეკე მის მეუღლეს, გადავეცი, რაც მითხრა თ. ტ-მ . თ. ც. მოგვიანებით კიდევ დამირეკა თუ არა ვერ ვიხსენებ. აღნიშნულიდან მე–3 დღეს ზ. დამირეკა და მთხოვა შეხვედრა. ზ. შევხვდი პლეხანოვზე მას თვალებში ქონდა ჩალურჯებები და მკითხა ასე რომ გამიმეტა გიგი კალანდაძემ საიდან უნდა ვიცნობდე ან ის საიდან მიცნობსო. მე მას ვუთხარი რომ წარმოდგენა არ მაქვსო. ამის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ცემის მიზეზი, თუმცა ვერცერთმა ვერ ავხსენით ეს. ... ზ-ს ქონდა 2007 წლიდან ჩემი პირადი ვალი, რომელიც მან ნაწილ–ნაწილ გადამიხადა, დარჩენილი აქვს დაახლოებით 16 000 აშშ დოლარი, მაგრამ მისი ცემის მიზეზი ეს არ ყოფილა. სუფრასთან მყოფმა პირებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ“ - ნათქვამია ჩვენებაში.