პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება ლეგიტიმურია.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ტელევიზიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართოს.
„შემოწმება ლეგიტიმურია, რადგან ეს ტელევიზია, ჩვენს მიერ ფინანსდება და მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები ერიცხებათ. შემოსავლების სამსახურის მიერ დასკვნა დაიდება და თუ იქნება დარღვევა, მაშინ ყველამ პასუხი უნდა აგოს. უმცირესობის მხრიდან, პოლიტიკური სარჩულების დადება, რომ თითქოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა, ეს მხოლოდ სპეკულაციაა და გაიხსენეთ, ძველი ხელისუფლება ხუთი წლის წინ, როგორ მოექცა ტელეკომპანია „იმედს“, - დასძინა კობახიძემ.