12-13 ნოემბერს, საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება - Marketing Kingdom – 2012 გაიმართება. მსგავსი ღონისძიება მთელს მსოფლიოში პერიოდულად ტარდება, ნოემბერში კი სპიკერებს საქართველო უმასპინძლებს.
გაუ თბილისის პიარ სკოლა თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს აძლევს შანს დაესწრნონ აღნიშნულ ღონისძიებას.
პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე პიარსკოლა (მის: მერაბ ალექსიძის 8, ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი) თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასტერკლასზე იწვევს, რომელსაც სპეციალურად მათთვის P World-ის აღმასრულებელი დირექტორი კოსტა პეტროვი და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელი როზეტა პიზევსკა ჩაატარებენ.
მასტერკლასის ძირითადი თემაა: „როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან“.
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათი ორგანიზებით ეწყობა საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება - Marketing Kingdom.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ გათამაშდება Marketing Kingdom-ზე დასასწრები 2 ბილეთი. იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრას პიარსკოლის კურსდამთავრებულების გარდა დაესწრებიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებიც, დაგეგმილია პრიზის მოგების შანსი ორივე მხარეს მიეცეს ანუ, ერთი ბილეთი გათამაშდება მხოლოდ პიარსკოლელებისთვის, ხოლო მეორე სხვა მოწვეული სტუმრებისთვის.
შეგახსენებთ, რომ Marketer kingdom-ზე დასწრება ფასიანია და მისი ღირებულება ამ ეტაპისთვის შეადგენს 509 ევროს. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში, მოლაპარაკებების შედეგად, ღონისძიების მხარდამჭერად და ექსკლუზიურ მედია პარტნიორად Marketer.ge შეირჩა.
კოსტა პეტროვი - P World-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის. P World-ის დაფუძნებამდე იგი წამყვან პოზიციაზე მუშაობდა Marcus Evans-სა (პრაღა) და IIR-ში (ახლო აღმოსავლეთი და დუბაი) Praxis Global-ში. (დუბაი და კანადა)
როზეტა პიზევსკა - ვებსტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, 2011 წლიდან მუშაობს P World-ში და ხელმძღვანელობს გლობალურ ღონისძიებებს მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
P World - მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც გლობალურ ღონისძიებებს, ბრენდინგსა და სატელევიზიო გადაცემებს უწევს ორგანიზებას მსოფლიოს მასშტაბით.
მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დასტური გამოაგზავნოთ 9 ნოემბრის 14:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე: prschool.ge@gmail.com
თბილისის პიარ სკოლა 2007 წლის დასაწყისში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისა და კერძო დამფუძნებლის მაია ძირკველიშვილის მიერ დაარსდა.
გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.