ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციულ შენობაში გაფიცული მეშახტეები შეიკრიბნენ. მათ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი და პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ბეჟუაშვილი ხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, ბეჟუაშვილი მაღაროს ერთ-ერთი ინვესტორია.
მაღაროელთა მოთხოვნაა არ შეუმცირდეთ შრომითი ანაზღაურება და არ მოხდეს მათი სამსახურებიდან გათავისუფლება.
ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა დღეს დაიწყო.