პრეზიდენტი გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა, ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა, ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილმა კალანდაძის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მოინახულა.

ამასთან, პრეზიდენტი დღესვე ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს ტელეფონით ესაუბრა.

ბაჩო ახალაიას მეუღლე და ორი შვილი, ხოლო ზურაბ შამათავას - ერთი შვილი და ორსული მეუღლე ჰყავს.

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამავე ბრალდებითაა დაკავებული მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავაც.

333-ე მუხლთან ერთად, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წარედგინა ბაჩო ახალაიას, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.