კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიო „ჰერეთს“ პასუხს ფეისბუქის საშუალებითუგზავნის. ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანის წერილიუწყებამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა.
წერილის ტექსტს From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 17 ოქტომბრის თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სიხშირულიგანაწილების ეროვნული გეგმის თანახმად, ქალაქ თბილისში სიხშირული მოდულაციითრადიომაუწყებლობისთვის გამოყოფილია 93.8 -108 მჰც დიაპაზონი. აღნიშნულ ზოლშითავისუფალი სიხშირული რესურსი ამ ეტაპზე ქ. თბილისის მასშტაბით არ არსებობს. რაცშეეხება სალიცენზიო პირობებით დარღვევით მაუწყებლობას, გთხოვთ, დაგვიზუსტოთ, თურომელი რადიოკომპანიები არღვევენ თქვენი შეფასებით სალიცენზიო პირობებს დაკონკრეტულად რა პირობები ირღვევა მათი მხრიდან“, - ნათქვამია წერილში, რომელიცკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ფეისბუქის გვერდზე განათავსა.
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე წერილში დასმულ კითხვებზეფეისბუქშივე პასუხობს.
„აღნიშნული წერილი კომპანიას არ მიუღია. რომელი კომპანიები არღვევენ სალიცენზიოპირობებს? მაგალითად, შპს "ევრიკა" გადახედეთ FM-ს რამდენი საერთო მაუწყებელია,რომელსაც არ გააჩნია ახალი ამბები. მოვითხოვთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია იყოსყველა მაუწყებელთან სამართლიანი! მფლობელების შესახებ ინფორმაცია დღემდეგამოსაქვეყნებელი აქვს არაერთ მაუწყებელს. გადახედეთ ეროვნულ გეგმას კარგად. სასაცილოაუკვე ეს ყველაფერი.
უამრავი ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება ამის გამო. ჩვენ უნდა დავადგინოთვინ მაუწყებლობს კანონდარღვევით?! რაში ვიხდით საშემოსავლო გადასახადს?!
გამოყავით სიხშირეები, დაასანქცირეთ ის კომპანიები, ვინმც არღვევს მაუწყებლობის შესახებკანონსა და ლიცენზიის პირობებს! გაურკვეველია რადიო „არტის“ სტატუსიც, რომელიც FM 97.5-ზე მაუწყებლობს. ამ სიხშირეზე 1 წელია მხოლოდ მუსიკა გადაიცემა, მაშინ როცასაერთო მაუწყებელია. გარდა ამისა, სამხარაძე კითხულობს: რატომ არ შეიძლებასაქართველოში სიხშირეების ეროვნული გეგმა 88.8 FM-დან დაიწყოს, მაშინ როცა ჩვენმეზობელ ქვეყნებში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ”, - ამბობს რამაზ სამხარაძე,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული წერილისკომენტირებისას.
ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებსკარგად გადახედონ ეროვნულ გეგმას და ყველა მაუწყებელი თანაბარ პირობებში ჩააყენონ.
„ჰერეთის“ მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ სიხშირეების მფლობელებთან კომუნიკაციებისეროვნულ კომისიას გარიგებები აქვს.
6 ნოემბერს რადიო „ჰერეთმა“ განცხადებაც გაავრცელა და მოუწოდა კომუნიკაციებისეროვნულ კომისიის წევრებს გადადგომისკენ.
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ წერილი, რომელიც "ჰერეთის" დამფუძნებელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაუგზავნა.