ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კაცობრიობის ბედზე პასუხისმგებლობა ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის მხრებზეა.
„თუ ადრე რუსეთს და იასრაელს შორის ეკონომიკა და დიპლომატია იყო, ახლა უკვე მას მეცნიერება და კულტურაც დაემატა“,-აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
შიმონ პერსმა უნიკალურად შეაფასა მოსკოვის ტოლერანტობის მუზეუმის გახსნა და მადლობა გადაუხადა პუტინს თბილი მიღებისთვის.
„მე თავს, როგორც სახლში ისე ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ რუსეთში არასოდეს არ იქნება რასიზმი და სიძულვილი “,-აღნიშნა პერესმა.
ვლადიმერ პუტინმა ებრაელი ხალხის იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც მათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადაიტანეს, მუზეუმი კი ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის და ჰოლოკოსტის არდავიწყების ხსოვნის საუკეთესო მაგალითია.
რაც შეეხება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, პუტინის განცხადებით, ურთიერთობა ღრმავდება ენერგეტიკის, ფარმაციის, კოსმოსის განვითარების სფეროებში.