ფრანსუა ოლანდი- საყვარელი თუ მეგობრული?

ფრანსუა ოლანდი- საყვარელი თუ მეგობრული?

პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ამერიკის ხელმეორედ არჩეულ ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას Twitter-ის საშუალებით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და...მილოცვის წერილის ბოლოს მიაწერა...საყვარელი ფრანსუა ოლანდი.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეცდომა ბლოგერებმა აღმოაჩინეს და კარგადაც იცინეს.

მილოცვის ტექსტი ფრანგულ ენაზეა დაწერილი, თუმცა რამდენიმე ფრაზა ოლანდმა საკუტრი ხელით მიაწერა- „Cher Barack“ და  „friendly, Francois Hollande“ საქმე იმაშია, რომ ბოლო ფრაზაში საფრანგეთის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა. სწორი ფორმა იქნებოდა „friendly yours, Francois Hollande“-მეგობრულად თქვენი ფრანსუა ოლანდი. სწორედ ამაზე მიუთითეს ამერიკელმა ბლოგერებმა.