ზურაბ შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მე-3 ნაწილით წაუყენეს

ზურაბ შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მე-3 ნაწილით წაუყენეს

მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მე-3 ნაწილით წაუყენეს.

ბრალდებულის  ადვოკატის განცხადებით,  დაკავებული  ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება:

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის  მიერ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე,  თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3.  ამ მუხლის პირველი ან მე-2  ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,  ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩომ ახალაია, გენშტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა 7 ნოემბერს დააკავეს.