ბოლივუდელი ლამაზმანი აიშვარია რაი, რომელიც ცნობილია თავისი სამსახიობო როლებით, ფილმებში, „ვედრება“ „სამუდამოდ შენი“, „პატარძალი და ცრურწმენა“, „ეშმაკნი“ და ა.შ. უკვე ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ამჯერად მან კიდევ ერთხელ მოიპოვა სიყვარული და მხარდაჭერა, როგორც მსახიობმა და როგორც აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ.
აიშვარია რაი საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი გახდა. მსახიობს საპატიო ჯილდო ინდურ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და ფრანგ და ინდოელ რეჟისორებს შორის კინემატოგრაფიული კავშირების გაღრმავებისთვის გადაეცა. 39 წლის აიშვარია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის სექტემბერში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა და მას შემდეგ მუშაობს, სხვადასხვა, პროექტებზე, რომლებიც ბავშვებს აივ ინფექციისგან იცავს.
აიშვარია ინდოეთში, ქალაქ მანგალორიში, ინდოელი არისტოკრატის ოჯახში დაიბადა. მამა სამხედრო ოფიცერი იყო. ამის გამო აიშვარია ძმასთან და დედასთარ ერთად ბევრს მოგზაურობდა.. „ჩვენი ოჯახი ძალიან მეგობრული იყო. ერთმანეთთან გულახდილები ვიყავით და ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რაც გვაწუხებდა“ - ამბობს მსახიობი. ბავშვობაში აიშვარია მეოცნებე იყო და საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა. აიშვარიას მშობლები ტრადიციებს საგულდაგულოდ იცავდნენ და ქალიშვილს მკაცრად ზრდიდნენ. მაღალმა სოციალურმა სტატუსმა ოჯახს საშუალება მისცა გოგონასთვის კარგი ევროპული განათლება მიეცა.. მშობლების აზრით, არქიტექტორობა კარგი პროფესია იქნებოდა მათი ქალიშვილისათვის. უნივერსიტეტში აიშვარია სილამაზთ ყოველთვის გამოიირჩეოდა და სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლების ყურადღებაც მალევე მიპყრო. მშობლები თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა აიშვარიამ შეძლო მათი დარწმუნება იმაში, რომ მოდელობაში ცუდი არაფერი იყო. მისი სამოდელო კარიერა წინ ელვის სისწრაფით მიიწევდა. ჯერ ინდოეთის ყველაზე ლამაზი გოგონა გახდა, შემდეგ კი (დღემდე ერთადერთი ინდოელი ქალია, რომელმაც ეს შეძლო) „მის მსოფლიოს“ ტიტულიც მოიპოვა. ამ ტიტულის შემდეგ აიშვარია, სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში ჩაერთო, გახდა კოსმეტიკური ფირმის „ლორეალისა“ , ბრილიანტების ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისა და „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ აიშვარიათი ბოლივუდიც დაინტერესდა. თავიდან მის სადებიუტო ფილმს კრიტიკოსების მწვავე შეფასებები მოჰყვა, მაგრამ 1999 წელს გამოვიდა გამოვიდა ფილმი „სამუდამოდ შენი ვარ“, რის შემდეგაც აიშვარიასთვის კინო, ცხოვრების მთავარი საქმე გახდა. „ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს კარიერაში, როგორც იქნა, დავამტკიცე, რომ ლამაზ ქალსაც შეუძლია იყოს კარგი მსახიობი“ - აცხადებდა ლამაზმანი
მალე აიშვარიას ცხოვრებაში გამოჩნდა ბოლივუდის კიდევ ერთი მეგავარსკვლავი - აბხიშეკ ბაჩანი. მათი ქორწილი ინდოეთში ეროვნულ დღესასწაულად იქცა და რამდენიმე დღე გაგრძელდა.. „ ინდოელი გოგონების თვალთახედვით, მე საკუთარი ქორწილი ჩავშალე. ჩვენი ტრადიციების მიხედვით, ქალი ქორწილისათვის რამდენიმე თვე უნდა ემზადებოდეს, აირჩიოს სამოსი, ჭამოს საჭირო პროდუქტები, ჩაიტაროს გარკვეული კოსმეტიკური პროცედურები, რომელიც ინდოელ ქალებში თაობიდან თაობაში გადადის. მე კი ჩემს სახლში, ინდოეთში, ორი დღით ადრე ჩავედი“ - აცხადებს აიშვარია. მიუხედავად კარიერული წინსვლისა აიშვარიამ ოჯახური, თბილი გარემო არჩია და შესანიშნავად მოიგო ღირსეული დედის იმიჯი.