ნიკა რურუა ბაჩოა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს ამხნევებს-ყველაფერი დროებითია

ნიკა რურუა ბაჩოა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს ამხნევებს-ყველაფერი დროებითია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი მინისტრი ნიკა რურუა ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმიანება და მოუწოდებს,რომ გამხნევდნენ, რადგან ყველაფერი დროებითია. ეს განცხადება ნიკა რურუამ სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ვფიქრობდი, თუ როგორ გამომეთქვა ჩემი პოზიცია და პროტესტი სამშობლოში ვაჟკაცურად დაბრუნებული ბაჩო ახალაიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, 15 წლის ასაკიდან ქართულ ჯარში მყოფი გიგი კალანდაძის დაპატიმრებაზე (იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია - უმთავრესი რამ, რასაც ნებისმიერი, თითოეული მოქალაქის თავისუფლება ეფუძნება), და ყველაზე კარგი პასუხი ისევ უინსტონ ჩერჩილთან ვიპოვე: "გყავს მტრები? კარგია. ეს ნიშნავს რომ შენ რაღაც ღირებულის დაცვა გიცდია შენს ცხოვრებაში". ასე, რომ, გამხნევდით, ყველაფერი დროებითია", - წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში.