საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარ მისიას ამოწურულად მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ იაკობაშვილი სოციალურ ქსელ facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა, გაცნობოთ, რომ დღევანდელ თანამდებობაზე ჩემს მისიას და საქმიანობას ამოწურულად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებთ დავკავდები. ყველას დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ბოლო ორ წელიწადში ამერიკის მიმართულებით მიღწეული წარმატებების შესახებ თქვენ ყველამ კარგად იცით, ამდენად თავს არ შეგაწყენთ განმეორებით. განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ასეთი უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურისთვის მომეცა“,- წერს იაკობაშვილი facebook - ის საკუთარ გვერდზე.