მთავრობის კანცელარიაში ან წუთებში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროში და ამ სფეროებში ჩართულობებზე გაგრძელდება საუბარი პრემიერთან .
„ჩვენ უკვე ვახერხებთ კომუნიკაციებს იუსტიციის სამინისტროსთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან სხვადასხვა თემებზე. მნიშვნელოვანია ასეთი ჩართულობა გვქონდეს სხვა უწყებებთან და ამ შეხვედრებზე ჩართულობაზე გვექნება საუბარი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახი კახიშვილის განცხადებით, არასამთავრობოებს აინტერესებთ მთავრობის მომავალი გეგმები, აგრეთვე აინტერესებთ თუ როგორ ხედავს მთავრობის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის შემდგომ პერსპექტივებს.