უმცირესობის ტაიმ-აუტის გამო, ხვალ პლენარული სხდომა არ ჩატარდება

უმცირესობის ტაიმ-აუტის გამო, ხვალ პლენარული სხდომა არ ჩატარდება

პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ აღარ გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ვინაიდან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მივლინებაში იმყოფება, ბიუროს სხდომა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ წაიყვანა.

მისი თქმით, ხვალინდელ სხდომაზე ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, მაგრამ, ვინაიდან, ხვალინდელ სხდომას უმცირესობა არ ესწრება, ამ საკითხის განხილვა მიზანშეწონილი არ არის და ეს საკითხი,  მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ  უმცირესობამ გუშინ, დროებით საპარლამენტო საქმიანობაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ საკუთარი ყურადღება ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაისა და საზოგადოერივ მაუწყებელში ფინანსური პოლიციის შესვლას დაუთმონ.