ანტიისლამისტური ფილმის „ისლამის უცოდველობის“ ავტორს, რომელმაც აღმოსავლურ სამყაროში მასობრივი არეულობები და ბენღაზში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის და ათობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ამერიკულმა სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნაკულა ბასელი ნაკულა კალიფორნიის სასამართლომ ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობების 4 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა და ნაკულასთვის სასჯელი ფილმისთვის არ გამოუტანიათ.
55 წლის ნაკულა 12 თვე საპატიმროში გაატარებს, 4 წელი კი სამართალდამცავების კონტროლის ქვეშ იქნება. ნაკულა 2010 წელს კალიფორნიის სასამართლომ ფინანსური მაქინაციების გამო გაასამართლა. მას ბრალად დაედო 10-მდე გამოგონილი სახელის და გვარის გამოიყენება და 60-მდე საბანკო ანგარიშის გახსნა.