დღეს ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში სამი ტერაქტი განხორციელდა. დაღუპულია 18, დაშავებულია ათობით ადამიანი.
პირველადი მონაცემებით , გარდაცვლილთა შორის 10 სამოქალაქო პირია, 8 -სამხედრო და პოლიციელი.
გილმენდის პროვინციაში სამგზავრო ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები, რომლებიც ქორწილში მიემგზავრებოდნენ.
ამავე პერიოდში აფეთქება განხორციელდა ლაგმანის პროვინციაში, სადაც 5 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
მესამე აფეთქება ქალაქ ყანდაგარში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მან თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა, დაიღუპა სამი პოლიციელი, მეოთხე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პასუხისმგებლობა ტერორისტულ აქტებზე ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.