შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი 143 მუხლის მე-3 პუნქტით (რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს (რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
სასამართლო დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ საღამომდე იმსჯელებს.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩომ ახალაია 7 ნოემბერს დააკავეს.