მაჟორიტარები პოლიციის რეგიონალური სამსახურების ხარჯების შს სამინისტროსთვის გადაცემას ითხოვენ

მაჟორიტარები პოლიციის რეგიონალური სამსახურების ხარჯების შს სამინისტროსთვის გადაცემას ითხოვენ

უმრავლესობის მაჟორიტარები პოლიციის რეგიონალური სამსახურების ხარჯების ადგილობრივ ბიუჯეტებისთვის ჩამოშორებას და მის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას ითხოვენ.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას , ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რაიონის ბიუჯეტიდან ადგილობრივი პოლიციისთვის რადარების შეძენა მოხდა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯში არ შეიძლება გადიოდეს.

ებანოიძის მსგავსად, ამ საკითხზე, საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თინათინ ხიდაშელმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეჯოს რაიონისთვის განსაზღვრული ბიუჯეტიდან ადგილობრივი პოლიციის ოფისის კეთილმოწყობა, კერძოდ, მისთვის ავტომობილებისა და ავეჯის შეძენა მოხდა.