გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის 333 -ე მუხლის მესამე ნაწილთ წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ბრალდება წაუყენეს.
განცხადება ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ გააკეთა.
ადვოკატის გაცხადებით, 2 -3 დღეში გაკეთდება დამატებითი განცხადებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გიორგი კალანდაძის პოზიციაც.
ადვოკატის განცხადებით, კალანდაძე ბრალს არ აღიარებს და მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
გიორგი კალანდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩო ახალიასა და ზურაბ შამათავასთვის ბრალდების წაყენების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს .