მოსკოველი იურისტის დიმიტრი ვინოგრადოვის მიერ მოწყობილი „სისხლიანი დრამის“ მსხვერპლი კიდევ ერთით გაიზარდა. სკლიფასოვსკის საავადმყოფოში 24 წლის ნიკიტა სტრელნიკოვი გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის იაროსლავა სერგენიუკის გადასარჩენად ექიმები ჯერ კიდევ იბრძვიან.
ვინოგრადოვი ფარმაცევტულ კომპანია „რიგლში“ იურისტად მუშაობდა.საკუთრ კომპანიაში თანამაშრომლების ხოცვა-ჟლეტის მოწყობის წინ, ვინოგრადოვმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვყნა, რომელშიც აღწერს, რამდენადაა იგი გაბრაზებული კაცობრიობაზე. სროლის შედეგად, ხუთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. ორი კი უმძიმეს მდგომარეობაში სკლიფასოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღის წინ, ვინოგრადოვი საკუთრ თანაშრომელ გოგონას დაშორდა, იურისტმა კი ჯავრი საკუთარ თანამშრომლებზე ამოიყარა.