სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის და ხელისუფლების სტრატეგიაა.
მისი თქმით, ეს სტრატეგია მრავალ კომპონენტს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს გულისხმობს.
„ამ სტანდარტის მიღწევა აუცილებელია ყველა სფეროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში და სახელმწიფო, უფასო ადვოკატურაში. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს“,- განაცხადა სუბარმა.
სუბარს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული საიდუმლო დოკუმენტი გადაეცა, რომელიც სამინისტროში გასატარებელ ღონისძიებებს ეხება.
„ეს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. დოკუმენტს ჯერ სრულად არ გავცნობივარ“, - განაცხადა სუბარმა.