გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს

გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  მათ ფინანსთა სამინისტროს შემოწმების ჯგუფის წევრებთან შეხვედრა სურდათ,  მაგრამ ისინი ტელევიზიის შენობაში  არ აღმოჩნდნენ.

აღნშნულის შესახებ, ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გარდა იმისა,  რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან მოვისმინეთ განცხადებები,  გვინდოდა შევხვედროდით შემოწმების ჯგუფის წევრებსაც, მაგრამ ისინი არ აღმოჩნდნენ ტელევიზიის შენობაში. იმედი მაქვს, არ დაბრუნდებიან. იმედი მაქვს, ხადური და კუბლაშვილი ადგილებს არ გაუცვლიან ერთმანეთს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ  ქვეყანაში ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.